მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილს "განსაკუთრებულ მადლობას" უხდის

5cb702e2ea950
თელარა გელანტია
17.04.19 14:39
3629
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ფონდის წარმატება ძლიერი გუნდის შედეგია.

ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი.

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ცოტნე ებრალიძე დაიკავებს, ხოლო გიორგი ბაჩიაშვილი დღეიდან ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლებს და მანდატის შესაბამისად, ფონდის საქმიანობის გაგრძელებასა და სხვა საზედამხედველო საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.

„მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე ჩვენს შესანიშნავ გუნდთან ერთად გვქონდა საშუალება დაგვეფუძნებინა და გვემართა საქართველოში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი, მოგვეზიდა ინვესტიციები და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგვეხორციელებინა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ფონდის წარმატება ძლიერი გუნდის შედეგია, ჩვენ მოვიზიდეთ ქართველი პროფესიონალები საერთაშორისო განათლებით და გამოცდილებით. მე ვამაყობ, რომ ფონდის შიგნით არსებობენ ისეთი პროფესიონალები რომლებიც უზრუნველყოფენ მის ეფექტურ მართვას. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები იმის გარანტი, რომ ფონდი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას თავის მანდატის შესაბამისად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც მან მთელს ჩვენს გუნდს გამოუცხადა. ჩვენ გვჯერა, რომ ფონდის თითოეული პროექტი დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელზე. დღეის მდგომარეობით, ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს და მათში ჯამში დასაქმებულია ათი ათასამდე ადამიანი. მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ცოტნე ებრალიძეს ახალი გამოწვევების წინაშე“ - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები