მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ბაჩიაშვილი: ეროვნულ ვალუტას არაფერი სჭირს

5857f947a40a7
ელენე გოგბერაშვილი
19.12.16 19:12
2845
საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და თანაინვესტორების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებს "ბიზნესკონტრაქტთან" ეხმიანება. რა სჭირს ლარს?, - ამ კითხვაზე გიორგი ბაჩიაშვილს კონკრეტული პასუხი აქვს.

"საქართველოს ეროვნულ ვალუტას არაფერი არ სჭირს. სამწუხაროდ, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის რეგიონიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ყველა ვალუტა რეგიონში არის დაცემული. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სესხი აქვს დოლარში და სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს, რომ მოხდეს დედოლარიზაცია. ჩვენ მსოფლიო ბაზრის და ეკონომიკის ინტეგრირებული ნაწილი ვართ და სამწუხაროდ, ვერ გავექცევით იმას, რაც ხდება ბაზარზე", - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები