მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ბაჩიაშვილი: საქართველოს საფონდო ბირჟა ინვესტორებისთვის კომერციულად მიმზიდველი არ არის

5857cc35944dd
ელენე გოგბერაშვილი
19.12.16 16:00
1870
სანამ ქართული საფონდო ბირჟის მსოფლიო ბაზართან ინტეგრაცია მოხდება, მანამდე ქართული საფონდო ბირჟით უცხოელი ინვესტორები არ დაინტერესდებიან, - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა. ბაჩიაშვილი რამდენიმე ხარვეზზეც აკეთებს აქცენტს:

"დღესდღეობით არსებული სისტემა არ არის მორგებული უცხოელ ინვესტორებზე, რათა მათ დაიჭირონ ქართული ფასიანი ქაღალდები თავიანთ პორთველში. ზუსტად ამისთვის არის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომ მოხდეს ქართული საფონდო ბირჟის მსოფლიო ბაზართან ინტეგრაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი აქტიურად ქაღალდების დაჭერას. დღეს რომ მოუნდეს უცხოელ ინვესტორს ქართული ქაღალდის დაჭერა, მან აუცილებლად საქართველოში უნდა გახსნას ანგარიში, საქართველოს საბროკეროს გავლით დაიჭიროს ფასიანი ქაღალდი. ეს იმდენ პრობლემასთან არის დაკავშირებული , რომ მცირე ბრუნვის გამო არ უღირთ საერთოდ ამ ბაზარზე შემოსვლა. სწორედ მცირე ბრუნვების გამო საფონდო ბირჟა არ არის კომერციულად მიმზიდევლი ინვესტორებისთვის", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები