"სახელმწიფო შესყიდვების სისტემა თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია", - აღნიშნული განცხადება გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. გიორგი ბაჯელიძე ამბობს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სტატისტიკა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სწორ შეფასებას არ წარმოადგენს.
"300 000 ლარი განათლების მინისტრს ჯეჯელავას თავისი მართვის აკადემიაში კონკურსის გარეშე მისცეს უაზრო ტრენინგებში. 200 000 ლარი უტენდეროდ მისცეს კომპანიას, რომელიც კალიფორნიაშია რეგისტრირებული, 800 000 ლარი შპს “სკილაპს“ მისცეს, რომელიც ერთი დღის დარეგისტრირებული ფირმა იყო. 14 მილიონი რუხის სავაჭრო ცენტრს გამოუყვეს უტენდეროდ, კიდევ უამრავი ასეთი შემთხვევაა. საინტერესოა რას აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დადებითად ორი კვირის გახსნილ კომპანიას რომ მისცემენ დაფინანსებას? მე მაქვს კონკრეტული მაგალითები, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონტრაქტებს იპარავს და მალავს. ნუ შეყავთ ხალხი შეცდომაში, მთავრობის ადმინისტრაციის არცერთი კონტრაქტი არ არის გამარტივებული“, - განაცხადა ბაჯელიძემ.
მისივე თქმით, სისტემა მთლიანად პარალიზებულია და სახელმწიფო შესყიდვების სისტემით დაახლოებით, 300-დან 500 მილიონამდე თანხა იკარგება.
"მაჩვენოს "საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თუ ასე კარგად ამოწმებს ამ 2 წლის განმავლობაში ერთი საეჭვო კონტრაქტი თუ დადეს? 2 კვირის გახსნილ კომპანიებს რომ 12 მილიონი მისცეს ეს დაფიქსირებული აქვთ?
მე ვამბობ და ამის პირველადი დამადასტურებელი დოკუმენტებიც მაქვს, რომ ეს კორუფციაა. ერთი შემთხვევა მინდა კიდევ დავაფიქსირო - სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს ნუ გონია, რომ შესყიდვები ტენდერის გამოცხადებით იწყება და ხელშეკრულების დადებით მთავრდება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მხრიდან ასეთი საუბარი ჩემთვის ცოტა უცნაურია“, - განაცხადა ბაჯელიძემ.
"გიორგი ბაჯელიძის მოსაზრებები შესყიდვების სააგენტოში ტოტალურ კორუფციასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია"
"გიორგი ბაჯელიძის მოსაზრებები შესყიდვების სააგენტოში ტოტალურ კორუფციასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია"

























