მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე.
"ის საქმე რასაც თქვენ აკეთებდით და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გააგრძელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თქვენი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მცდელობაა ფინანსური განათლების ამაღლება. ფაქტი, რომ არსებობს ესეთი დაბალანსებული და მიუკერძოებული გადაცემა, რომელიც ყველა მხრიდან განიხილავს ეკონომიკურ დონეზე საკითხებს, მე მგონი ჩვენ ეს ძლიან გვჭირდება. მე ყოველთვის სიამოვნებით გიყურებთ და უნდა გააგრძელოთ რასაც აკეთებთ.
ძალიან დიდი პლიუსი რაც თქვენ გაქვთ არის ის რომ არ გაჩერებულხართ პროგრესში. წინ მიდიხართ და ერთადერთი მინდა გირჩიოთ არ გაჩერდეთ", - განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.
"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას" და "ანალიტიკას" გუნდი მხარდაჭერისთვის ყველა პირს მადლობას უხდის.

























