მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩალაძე: "PCR ტესტის ღირებულება 510-512 ლარის ფარგლებში მერყეობს"

5e8f55a917e0d
ნინი ლონგურაშვილი
09.04.20 23:30
3718
"PCR ტესტის ღირებულება 510-512 ლარის ფარგლებში მერყეობს", – ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჩალაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა. 

“ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ დღესთან, როცა გვექნება ტესტები საქართველოში, მაგრამ არ გვექნება ვირუსის გენის გამომყოფი რეაქციები და არ გვექნება სხვადასხვა დამხმარე საშუალებები. ეს საშუალებები საქართველოში არ იწარმოება, ჩვენ ვგეგმავთ ამის წარმოებას, მაგრამ ეს დღეს არ იქნება შესაძლებელი...

ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ PCR ტესტზე, მაგრამ მიუხედავად ამ ტესტზე მუშაობისა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კავშირები და შეთანხმება სწრაფ ტესტებზე. ეს კომპანიები შერჩეულია წინასწარ, მათი ხარისხი შემოწმებულია, ჩვენ მზად ვართ ჩამოვიტანოთ ეს ტესტები და ნებისმიერ მსურველს ჩვენ ამ ტესტებს მივცემთ. ტესტის ხარისხი აუცილებელია შემოწმებული იყოს სახელმწიფოს მიერ, ჩვენ არ შეგვხვედრია სახელმწიფოსთან ტესტის შემოწმების ან რაიმე დოკუმენტალური პრობლემა. საკმაოდ კომფორტული იყო ტესტის რეგისტრაციის პროცესი და მე ასეთი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, არ მინახავს", – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მან ასევე ფასებზეც ისაუბრა – "ჩვენ კონკრეტულ ლაბორატორიაში, PCR ტესტი, თვითღირებულება არის მხოლოდ სატესტო ნაწილის, მხოლოდ ლაბორატორიული რეაგენტების, 350-400 ლარი. ამას სხვადასხვა დანამატები აქვს და ფასი ადის 510-512 ლარის ფარგლებში. თუმცა, ამ ფასის ჩამოწევა შესაძლებელია, 100 ან ნაკლებ ლარამდე ერთჯერადად შესყიდული რეაგენტების საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ტესტის ღირებულება 100 ლარის ფარგლებში ჩამოვწიოთ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები