მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ჩერქეზიშვილი: ეკონომიკური ზრდა 4.7%-ზე ნაკლები არ იქნება

5a1923d722636
დავით ჯალაღონია
25.11.17 13:30
1580
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი მიმდინარე წელს იმაზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ვიდრე ეს 2017 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტშია გათვალისწინებული.

"ჩვენ ვხედავთ, რომ 10 თვის მონაცემებით 4.7% გვქონდა და წლის ბოლოს მე მგონია, დადასტურებით შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ 4.7%-ზე ქვემოთ არ იქნება. ამის თქმის საფუძველს მიმდინარე პროცესები და პროექტები გვაძლევს, რომელიც მიმდინარეობს. ნათელია, რომ დიდ ცდომილებას არ უნდა ველოდოთ", - განუცხადა ჩერქეზიშვილმა გადაცემა "ანალიტიკას".

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის დასრულებას მთავრობა 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები