მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიკვაიძეს ჰქონდა კრუნჩხვა, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით - ირაკლი პაპიაშვილი

გიორგი ჩიკვაიძე

„რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმსის“ დამფუძნებლის გიორგი ჩიკვაიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. მისი ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 8 დღეა შიმშილობს.

“მეგობრებო, გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით.

5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება.

ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელსაც მიზანშეწონილად მიაჩნია მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

მოვითხოვთ, გიორგი ჩიკვაიძის, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას”, - წერს ირაკლი პაპიაშვილი.

bm.ge ცდილობს, დამატებითი დეტალების გასარკვევად პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდეს.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობაა დავის საგანი.

გიორგი ჩიკვაიძეს და მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები