გიორგი ჭილაძე უზბეკეთის ერთ-ერთი მსხვილი და უძველესი ბანკის „უზპრომსტროიბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა.
ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საფინანსო ინსტიტუტის საერთო კრების რიგგარეშე სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. საბჭოს 9 წევრიდან ხუთი დამოუკიდებელია და სწორედ მათ შორის არის გიორგი ჭილაძეც.
პროფესიით ეკონომისტ გიორგი ჭილაძეს საბანკო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. როგორც თავად უზბეკური ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული ის დსთ-ის დასავლეთის საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში გიორგი ჭილაძე „საქართველოს ბანკში“, საპარტნიორო ფონდში, აქტივების მართვის კომპანია "ალფა პლიუსში" მუშაობდა და საფინანსო კომპანიებში ანალიტიკოსის და ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებდა.