„პირველი არხის“ ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე ინიშნება.
ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროში.
თავად გიორგი ჩოგოვაძემ კი, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იმყოფება.
შეგახსენებთ: „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობა ქეთევან ალექსიძემ ცოტა ხნის წინ დატოვა.

























