მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ეზუგბაია: შიდა ბაზარზე ღვინის გაყიდვების თითქმის 90%-იანი ვარდნა გვაქვს

5fddd6f95ff1f
ლიკა გურაბანიძე
19.12.20 17:30
2160

მენეჯმენტისა და წარმოების მართვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “აქტო ჯგუფის” გენერალური დირექტორის, გიორგი ეზუგბაიას განცხადებით, 2020 წელი ყურძნის მოსავლიანობის თვალსაზრისით საკმაოდ უხვი იყო, თუმცა, საექსპორტო და ადგილობრივ ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ ღვინის სექტორზე უარყოფითი გავლენა მაინც იქონია.

“ღვინის საექსპორტო მაჩვენებლებში 10-12%-იანი მატება, ხოლო შიდა ბაზარზე თითქმის 90%-იანი ვარდნა გვაქვს, რადგან სრულად ტურიზმზე დამოკიდებულები ვიყავით", - განმარტა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 2020 წელს, რუსეთი საქართველოდან გასული 32 მლნ 742 ათასი ლიტრით კვლავ წამყვან საექსპორტო ბაზრად რჩება. ბაზრების დივერსიფიცირება არის ის პრობლემა, რომელიც კომპანიებისთვის გასული წლების მსგავსად მიმდინარე წელსაც მოუგვარებელი რჩება.

“როდესაც ქვეყანა 100 მლნ ბოთლის ექსპორტს ახორციელებს და აქედან 65% ერთ ქვეყანაში მიდის, ხოლო დანარჩენი 49 ქვეყანაში, ეს პროპორცია უნდა შეიცვალოს, რისთვისაც მნიშვნელოვანია პოტენციურ საექსპორტო ბაზრებზე წლიდან წლამდე გეგმაზომიერი მუშაობა", - განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები