გიორგი ფაილოძე "საქართველოს ბანკის" დირექტორთა საბჭოს უკვე ოფიციალურად შეუერთდა.
ფალოიძე "საქართველოს ბანკს" შეუერთდა Evercore-დან, საინვესტიციო საბანკო ფირმის ლონდონის ოფისიდან, სადაც ის სტრატეგიულ კონსულტაციებს ახორციელებდა კორპორაციული და კერძო საინვესტიციო კომპანიებისთვის სხავდასხვა დარგებში.
სხვადასხვა დროს იკავებდა წამყვან თანამდებობებს საბანკო სფეროში, მათ შორის ნიუიორკში Citi Investment Bank-ში, შემდეგ Evercore-ში ნიუ იორკის ოფისში. ბოლოს კი - ლონდონის ოფისში.
"საქართველოს ბანკში" გიორგი ფაილოძე კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილეა. ამ პოსტზე მან ვასილ ხოდელი ჩაანაცვლა.
ამ ცვლილებით, "საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს, როგორც დაანონსებული იყო, 7 მოადგილე ჰყავს.
წყარო: GBC

























