მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ფარესიშვილი: საპენსიო რეფორმის გარეშე საფონდო ბაზარი ვერასოდეს იქნება სრულყოფილი

587c5db8a9935
ელენე გოგბერაშვილი
16.01.17 09:45
2251
თბილისის საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარე გიორგი ფარესიშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" საპენსიო რეფორმის ასამოქმედებლად გასატარებელ ცვლილებებზე საუბრობს. მისი განმარტებით, საპენსიო რეფორმის გარეშე საფონდო ბაზარი ვერ იქნება სრულყოფილი, თუმცა ამისათვის საკმაოდ ბევრ კანონში შესაბამისი ცვლილებები უნდა გატარდეს. ფარესიშვილი მიიჩნევს, რომ რეფორმა აქამდეც უნდა დაწყებულიყო, რადგან მსოფლიო ბანკის კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დაბერება ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება და რეფორმა სასწრაფოდ დასაწყებია.

"საუბარია იმაზე, რომ ზუსტად უნდა გაიწეროს როგორ მოხდება საპენსიო დანაზოგის შეგროვება ერთიან საპენსიო ფონდში. ვინ მართავს მერე ამ საპენსიო ფონდს. აუცილებლად უნდა გაიწეროს ზუსტად როგორი ტიპის ფასიანი ქაღალდების შეძენა იქნება დასაშვები საპენსიო ფონდების მიერ, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ინვესტიციის უსაფრთხოება. შესაცვლელია საგადასახადო კანონმდებლობა. დღეს მოქმედი კანონი ბეგრავს საინვესტიციო ფონდებს, როცა საერთაშორისო პრაქტიკით საინვესტიციო ფონდები არ უნდა იბეგრებოდეს, რადგან ფონდის მოგება არ არის ფონდის მოგება. ეს არის მონაწილის მოგება და ასეთი მოგება უნდა იბეგრებოდეს მაშინ, როცა პენსიონერი დაიწყებს პენსიის მიღებას და არა დასაწყისშივე", - განმარტავს გიორგი ფარესიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები