მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ფარესიშვილი: შესაძლოა, დაბალი ფასის გამო, ხალხმა "თიბისის" აქციების ყიდვა დაიწყოს

5c66825ced317
BM.GE
15.02.19 13:10
1615

"ლონდონის საფონდო ბიჟაზე თიბისის აქციების ვარდნა შეჩერდება, ის უსასრულოდ ვერ გაგრძლედება", - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, ბირჟაზე ხალხმა "თიბისის" აქციების ყიდვა დაიწყოს შედარებით დაბალი ფასის გამო, თუმცა უახლოეს მომავალში, თუნდაც ორ დღეში, ის ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდება.

"როცა ბირჟაზე რომელიმე კომპანიის აქციები ვარდნას იწყებს, ხალხი ამ კომპანიის აქციებს ყიდულობს. თუმცა ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც მიდის ქვეყნიდან, იქნება ეს ზედამხედველის, თუ ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, აქციების ფასზე უაყოფითად აისახება, ასევე, ნეგატიურ გავლენას ახდენს ის კომპანიაზე და მის აქციონერებზე", - აცხადებს ფარესიშვილი.

შეგახსენებთ, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის წევრმა TBC ბანკის ჯგუფმა ბოლო 24 საათში საბაზრო კაპიტალიზაციის 6.66% ანუ £52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა. ლარებში ეს თანხა 176 მილიონს აღემატება. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა £13.34 გირვანქა სტერლინგი, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასს წარმოადგენს. 15 თებერვლის ვაჭრობა 13.46-ით დაიწყო, გახსნიდან მალევე აქციების ღირებულება ჯერ 13.10-მდე დაეცა, შემდგომ კი 13.34-მდე გაიზარდა, მთლიანობაში დღევანდელი ვარდნა 0.9%-ის ტოლია.

ამ დროისთვის "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) ამჟამად £730 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები