მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია: პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები 6 მიმართულებაზე იმუშავებენ

5971ca7d3db43
BM.GE
21.07.17 13:41
910
ამბასადორიალი-2017 ფარგლებში თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ კომერციული ატაშეების ინსტიტუტზე ისაუბრა, რომელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მნიშვნელოვანი კომპონენტია.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნება.

"კომერციული ატაშეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ „აწარმოე საქართველოს“ ექსპორტისა და ინვესტიციების გუნდთან და იმ სტრატეგიულ სავაჭრო ქვეყნებში დაამყარებენ კავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან და მსხვილ შემსყიდველებთან, რომლებსაც შემდეგ სააგენტოში არსებულ შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებთან დააკავშირებენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომერციული ატაშეების საქმიანობა დაფარავს როგორც ექსპორტის, ისე ინვესტიციების მიმართულებას. პოტენციური საექსპორტო ბაზრებისა და სექტორული პორტფელების მიხედვით იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმაციის შეჯამება მოხდება ქვეყნების მიხედვით. კომერციული ატაშე პასუხისმგებელი იქნება შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობაზე და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. გარდა ამისა, კომერციული ატაშე ხელს უწყობს ქართველი ექსპორტიორების შეღწევას შესაბამის ბაზარზე და კონტრაქტების მოპოვებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, არსებობს ექსპორტის მიმართულებისა და კომერციული ატაშეეების საქმიანობის შეფასების მექანიზმი.
„ექსპორტის გაზომვა შესაძლებელი იქნება ყველა ქვეყანასთან მიმართებაში. ანალიზი გაკეთდება როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტული ნომენკლატურული ერთეულის პროდუქტის მიმართულებით. შესაბამისად ეს გვაძლევს ძალიან მარტივ შესაძლებლობას, გაიზომოს ზრდა და შემცირება. ეს იქნება ძირითადი კრიტერიუმები, რითიც შეფასდება კონკრეტული კომერციული ატაშეს მუშაობის ხარისხიც კონკრეტულ ქვეყანაში. ეკონომიკური ატაშეს ფუნქცია არ იქნება მხოლოდ ექსპორტის მხარდაჭერა, მათი ფუნქცია ასევე იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ესეც, რა თქმა უნდა გაზომვადია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები