მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია: "ამ ბატონმა (ზაზა ოქუშვილმა) ბევრი სასაცილო რამ თქვა"

5c95131f9eb84
თელარა გელანტია
22.03.19 20:52
1305
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი გადასახადების გადახდას არიდებდა თავს.

ამის შესახებ გახარიამ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელის იმ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, შეხვედრას, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუშვილს 4 მლნ მოსთხოვა, ლევან ყიფიანი და ბიზნესომბუდსმენის რანგში გიორგი გახარიაც ესწრებოდა.

„ამ ბატონმა (ზაზა ოქუშვილმა) ბევრი სასაცილო რამ თქვა მთლიანად ამ ისტორიის პროცესში. არც ღირს ახლა ამ სისულელეების კომენტირება... ამ ნაწილში ნახევარი სიმართლე არის. ერთ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, უფრო სწორედ ისე მოხდა. მაშინ ბიზნესომბუდსმენი ვიყავი. ამ ბატონს ჰქონდა სერიოზული პრობლემები ბიზნესში და მე როგორც ბიზნესომბუდსმენმა მასთან გავაგრძელე შეხვედრა ერთხელ თუ ორჯერ მქონდა შეხვედრა; შემდეგ მას ჩემი თანამშრომლები ემუშავებოდნენ. მაშინ ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საკმაოდ სერიოზული მუშაობა გაწია იმისთვის, რომ ამ კომპანიას დახმარებოდა. იმის იქით, როგორც კი ჩვენ მივხვდით, რომ ვალდებულებები, რომელიც იყო დაგროვილი სახელმწიფოს წინაშე და არა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე - კერძო ორგანიზაციების მიმართაც, აერიდებინა თავი, მორჩა, ჩვემ ამ თემას ჩავეხსენით. ჩვეულებრივ, ეს ადამიანი გადასახადების გადახდას არიდებდა თავს“, - განაცხადა გახარიამ გადაცემა „პირველებში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები