მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია: "არსებობს შიდა ეფექტები, რომლებიც აფერხებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას"

5836dfcce4786
BM.GE
24.11.16 16:38
979
საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას მძიმე პირობებში უწევს განვითარება, რაც ძირითადად საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. თუმცა, გახარიას განცხადებით, არსებობს შიდა ეფექტებიც, რომლებიც აფერხებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს ეკონომიკას ძალიან მძიმე პირობებში უწევს განვითარება, ვგულისხმობ საგარეო ფაქტორებს და იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ ყველას გვესმის, რომ გვაქვს ღია ეკონომიკა და შეუძლებელია ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკებში მიმდინარე პროცესებმა არ ჰპოვოს ასახვა ჩვენს ეკონომიკაზე. თუმცა, გვესმის, რომ არ ვართ იმ პოზიციაში, ყველაფერი დავაბრალოთ საგარეო ფაქტორებს და აქედან გამომდინარე, გვესმის, რომ არსებობს შიდა ეფექტები, რომლებიც აფერხებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ამ გამოწვევებსაც შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ეკონომიკა არის გამოწვევების ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზრდის პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივ არის ამუშავებული, ხოლო, მეორე მხრივ, არის სერიოზული გამოწვევები რეგიონში და ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, რომელიც ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაზე“,- განცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები