ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეკონომიკური ატაშეების შერჩევას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება. როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, კანდიდატები უმკაცრესი კრიტერიუმებით შეირჩევა.
"იქნება ძალიან მკაცრი შერჩევითი ნაწილი როგორც მიზნობრივი ბაზრების და ქვეყნების, ასევე მიზნობრივი კანდიდატების. ამ პროცესის დაწყებას უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რასაც 3-4 თვე დასჭირდება", - განმარტა მინისტრმა.
მისივე თქმით, ატაშეები ძირითადად საქართველოს სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში დაინიშნებიან, რომელთა შორის არიან ჩინეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები.
ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტის ამოქმედებას მთავრობა მიმდინარე წლის სექტემბრიდან გეგმავს.

























