მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია: კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დღის წესრიგში არ დგას

5892fa60de488
BM.GE
02.02.17 13:21
1001
"ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სრულ თანხევრაშია კონსტიტუციის ნორმებთან", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მინისტრის განმარტებით, კონსტიტუციაში ცვლილების საკითხი დღეს არ განიხილება, არც გადასახადების ზრდის და არც სხვა კუთხით. მისი თქმით, საუბარი შეეხება საპენსიო რეფორმის ფარგლებში განმარტების გაკეთებას.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა მნიშვნელობა აქვს საგადასახადო ნაწილში სტაბილურობის შეგრძნებას ინვესტიციების მოსაზიდად. ეს თემა დღეს დღის წესრიგში არ დგას, არც გადასახადების ზრდის უთხით, არც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის კუთხით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში იწყება საპენსიო რეფორმა. საპენსიო რეფორმის შენატანების შეფასებაზე საუბრობდა პრემიერი, - იმის გამო, რომ არ მოხდეს ამ რეფორმის რისკის ქვეშ დაყენება შეიძლება იყოს საჭირო მხოლოდ განმარტება, რომ ეს არ არის გადასახადი. ეს არ ეხება სხვა გადასახადებს. არსებობს რისკი, რომ საპენსიო რეფორმისთვის სავალდებულო შენატანები შეფასდეს როგორც გადასახადი, ამიტომ შესაძლოა განმარტება დაგვჭირდეს", - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები