მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია მარიხუანას კულტივაციაზე: ეს საკითხი დახურულია

5bdc186aa6e75
ლევან თაღიაშვილი
02.11.18 13:27
1495

დღეს საპატრიარქოში შეხვედრა შედგა, რომელსაც პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან ერთად, შს მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრებოდნენ. გიორგი გახარიამ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტს უკან გაიწვევს და ეს საკითხი დახურულია.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს, როგორც უსაფრთხოების ასევე მოხმარების რეგულირების ნაწილში.

ვიმსჯელეთ ასევე მეორე ნაწილზე, კულტივაციის თემაზე სამედიცინო მიზნებისთვის. რა თქმა უნდა კონტექსტი არსებობს, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ერთმნიშვნელოვნად ჩვენთვის ძალზედ დიდი ფაქტორია, რომ კანონის ირგვლივ მოხდეს კონსესუსი. კონსესუსის მიღწევა ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნების მათ შორის, ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე პარტიაში იყო გუნდის შეხვედრა, რომელსაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა და იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ.

ეს იყო დღეს პატრიარქთან შეხვედრის ძირითადი თემა. რა თქმა უნდა ეს იყო პატრიარქის და საპატრიარქოს პოზიციაც და ჩვენ დავთანხმდით, რომ ამ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს." - განაცახადა გახარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე იქნება ეს დროებითი ნაბიჯი თუ არა, გახარიამ უპასუხა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხი დახურულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები