მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია: მთავრობის პასუხისმგებლობაა, მართოს ეპიდემიას ისე, რომ ადამიანებს შეზღუდვები არ ჰქონდეთ

5ee78e0ac0197
BM.GE
15.06.20 19:21
943
საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური დაგროვილი რესურსი, რომლითაც შეძლებს სოციალური დახმარების სახით, თვეები და წლები მოემსახუროს თავის მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამიტომ, ეკონომიკის გახსნა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

„დღეს, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რასაც ვეძახით ადაპტაციას. ადაპტაცია, რაც ჩვენთვის ნიშნავს, ვირუსი იქნება, უნდა გამოვავლინოთ სწრაფად, ვუმკურნალოთ და ადამიანებმა, ჩვეულებრივად უნდა იშრომონ, მიიღონ ხელფასი, უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, უნდა იყოს მიტინგებიც, პარლამენტში დებატებიც და უნდა იყოს არჩევნებიც. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მართოს ეპიდემიას ისე, რომ ადამიანებს არანაირი, მათი სოციალური და სხვა სფეროების შეზღუდვები არ ჰქონდეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები