შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერი რაც 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მოხდა, მისი პასუხისმგებლობაა.
"ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა, ყველაფერი მისი დაწყებიდან დასრულებამდე და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.
ასევე ჩემი პასუხისგებლობაა, რომ ის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის პოლიციელებს, რომლებიც, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა, ესაც ჩემი პასუხისმგებლობაა... ის ადამიანები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად თავის ფუნქციას ასრულებდნენ და იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს ამ ქალაქში და იძულებულნი გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებულნი შესაბამისად საზოგადოების მხრიდანაც“, – განაცხადა გახარიამ.

























