ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და ქართული ოცნების პირველი ათეულის სიის წევრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ტონს ბიზნესთან საქმიანად აფასებს.
„ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ რა ტონიც არ უნდა იყოს იქ, დისკუსიის მაგიდიდან ხალხი ადგა და იქვე დარჩა ყველაფერი“, - განაცხადა გახარიამ „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას. მისივე თქმით, რამდენად სწორია ბიძინა ივანიშვილის ტონი, ეს ბიზნესის გადასაწყვეტია.

























