მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია: სოციალური დახმარება არ უნდა გახდეს უმუშევრობის მოტივატორი

5d74cca497678
თელარა გელანტია
08.09.19 13:37
1187
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, სოციალური დახმარება უმუშევრობის მოტივატორი არ უნდა გახდეს.

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.

„სოციალური დახმარების შემდგომი განვითარების მიზანი უნდა იყოს, რომ არ შექმნას აღქმა უსამართლობის, მეორე - არ უნდა გხდეს უმუშევრობის მოტივატორი და მესამე - რა თქმა უნდა, უნდა მისცეს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საშუალება. ეს არის ძირითადი ჩარჩო, სხვა ყველაფერი იქნება შემდგარი აუდიტის შედეგად მიზნობრიობის ხარისხის გაზრდა“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები