მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია TBC-ის საქმესთან კავშირს უარყოფს

5c667632ebef4
BM.GE
15.02.19 12:18
1077

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დავალებით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.

ამის შესახებ გახარიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური რეგულაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყევტილებებზე, რაზეც მე არ და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ არსებობს დღეს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმოდეს "თიბისი ბანკის" ფინანსური სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება", – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

სებ–ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია "თიბისი ბანკის" შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

"საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები