საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას ერთი ახალი მოადგილე ჰყავს.
ეკონომიკის მინისტრმა ამ თანამდებობაზე ნინო ჯავახაძე დანიშნა.
ნინო ჯავახაძეს 2014 წლიდან მიმდინარე წლის ნოემბრამდე ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა. 2005-2013 წლებში კი მუშაობდა ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებში და მთავრობის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. ის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი იყო.
რაც შეეხება განათლებას, - ნინო ჯავახაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრი. 2011-2012 წლებში კი სწავლობდა აშშ-ში, Williams College-ში.
ამ დროისთვის გიორგი გახარიას სულ ხუთი მოადგილე ჰყავს. ქეთევან ბოჭორიშვილი, ირმა ქავთარაძე, დავით ხუციშვილი და გენადი არველაძე, ჯერჯერობით, თანამდებობებს ინარჩუნებენ.
როგორც ცნობილია, ეკონომიკის სამინისტროდან ისევ ფინანსთა სამინისტროში დაბრუნდა ნიკოლოზ გაგუა, რომელსაც ბოლო პერიოდში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ახლა კი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეა

























