მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარიას "დავალება" ფინანსთა სამინისტროს

5d74f49f8383c
თელარა გელანტია
08.09.19 16:30
57136
"თამაშის წესები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და მე გპირდებით, რომ მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს ამ თანხების მიქცევა სახელმწიფო ბიუჯეტში, იმის მიუხედავად რომელ ბიზნეს ჯგუფს განეკუთვნება და რა ორიენტაციის არის მედია საშუალება“, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში შესაბამის თემაზე დეპუტატ ლევან კობერიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დასძინა, რომ თამაშის წესები ყველა მედიისთვის საერთო უნდა იყოს მათი მფლობელებისა თუ ორიენტაციის მიუხედავად.

ამასთან, პრემიერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ ბევრ შემთხვევაში ფარად იფარებენ მედიასაშუალებებს, რომ სხვა ბიზნესები, სადაც კომერციულ საქმიანობას, აწარმოებენ დაიცვან ბიუჯეტში გადასახადების გადახდისგან.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დაუშვებელია სხვადასხვა ბიზნესსუბიექტებისადმი სახელმწიფოს სხვადასხვა მიდგომები ჰქონდეს.

,,არასწორია როდესაც არათანაბარი პრინციპების გამოყენება ხდება სხვადასხვა სახის ბიზნესების წარმომადგენლებთან. ვერ მანახებთ ვერცერთ მედია საშუალებას, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ მედია - ყველა არის სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებების და კონგლომერატების ნაწილი და მათი ინტერესები ისე არის გადანაწილებული, რომ ბევრ შემთხვევაში ფარად იფარებენ მედია საშუალებას, იმისთვის რომ სხვა ძირითადი ბიზნესები, სადაც ძირითად კომერციულ საქმიანობას, აწარმოებენ დაიცვან ელემენტარულად ბიუჯეტში გადასახადების გადახდისგან. ეს არის დასასრულებელი და დასამთავრებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ხშირად მედიაზე თავდასხმას უწოდებენ სახელმწიფოს მოთხოვნას გადასახადების გადახდაზე და ეს უნდა დასრულდეს.

,,უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებამ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიოს ასეთ პრინციპულ საკითხებზე - არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტელევიზიას, ოპოზიციურ თუ არაოპოზიციურს ეუბნები, რომ თქვენ გაქვთ 25 მილიონი ვალი და უნდა გადაიხადოთ და ეს იწვევს პოლიტიკურ ვნებათა ღელვებს - ვიღაცას გონია, რომ აქ მედიაზე თავდასხმა მიმდინარეობს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ - განსაკუთრებით დღეს, როდესაც გადაუხდელი 25 მილიონით და კიდევ რაღაცა თანხებით ახალი ტელევიზიები იხსნება. როდესაც ერთი ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც არა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე აქვს ასობით მილიონი ვალი, არამედ, როგორც ვიცი, სხვა კომერციული და საბანკო სტრუქტურების წინაშეც აქვს უამრავი ვალი დაგროვილი - დღეს ამ ყველაფრის - მოპარული ფულის გასაპრავებლად ქმნის ახალ მედია საშუალებას. რა თქმა უნდა უნდა, ვიცოდეთ, რომ ესეთი მედია საშუალებები, აპრიორულად ვერ იქნებიან ობიექტურები - მათ უკვე აქვთ სუბიექტური ინტერესი რომელიც მიმართულია სხვადასხვა პოლიტიკური და როგორც ჩანს, უკვე კომერციული და ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები