შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, სავარაუდოდ, 28 ივნისს მოუსმენენ.
სწორედ აღნიშნული თარიღი დასახელდა ბიუროს სხდომაზე, თუმცა ამ დღეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
შეგახსენებთ: შინაგან საქმეთა მინისტრი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის.
შესაბამისი თხოვნით, გახარიამ პარლამენტს წერილობით დღეს მიმართა.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

























