ევროპის პრესტიჟული დარბაზების შემდეგ, გიორგი გიგაშვილი და ნიკალა ზუბიაშვილი თბილისში, საკუთარ მსმენელთან დაბრუნდნენ. ტრადიციულად, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პარტნიორობით, Factory Tbilisi-ში TEMPS-ის პროექტი „სერიოზული მუსიკა“ გაიმართა - საღამო, რომელმაც საუკუნოვანი კლასიკა თანამედროვე ელექტრონულ რიტმებში გააცოცხლა და სრულიად ბუნებრივად, გიგაშას 26-ე დაბადების დღეს დაემთხვა.






























