მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გიგოლაშვილი: მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნესის განვითარების სამომავლო ხედვა არ აქვთ

573c80cac8018
BM.GE
18.05.16 18:45
2289
საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტმა კვლევა "რეგიონულ მცირე და საშუალო საწარმოთა შეფასებები" ჩაატარა, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო ბიზნესში არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის მეწარმეთა დიდ ნაწილს ბიზნესის განვითარების კონკრეტული სტრატეგია არ გააჩნია. სამეწარმეო უნარ-ჩვევებმა (როგორებიცაა მიზანზე ორიენტირებულობა, დამოუკიდებლობა და თავდაჯერება, რისკის უნარი, კომუნიკაბელურობა, პრობლემის გადაჭრის უნარი, ბიზნესის ცოდნა, მათემატიკური უნარები და სხვ.) საშუალოზე დაბალი შეფასება მიიღო, თუმცა მაღალია მეწარმეთა განვითარების პოტენციალი - მეწარმეთა უმეტესობა, ხვდება რა სათანადო გარემოში (ძირითადად ეს ხდება დონორებთან, ბანკებთან, კონსულტანტებთან, სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობების შედეგად) სწრაფად ივითარებს სამეწარმეო უნარ-ჩვევებს და აუმჯობესებს ბიზნესის მართვის ხარისხს.

კვლევის დეტალებზე "ბიზნესკონტაქტთან" "საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი საუბრობს.

- ბატონო გიორგი, კვლევაში აღნიშნული პრობლემატიკა ახალი არაა, შედეგების მეტ კონკრეტიკაზე რას გვეტყოდით?

- კვლევა ბიზნესმენების გამოკითხის შედეგად ჩატარდა. ხშირად, განსაკუთრებით საშუალო და მცირე მეწარმე სიღრმისეულად, გარე ძალების დახმარების გარეშე, ვერ აცნობიერებს რა პრობლემები აქვს მას. რეგიონებში 20 მცირე და საშუალო საწარმო შეირჩა. თითქმის ყველას პირადად მე ვიცნობ.კვლევის პერიოდში ადგილზე მოხდა წარმოების დაკვირვებაც. ეს ძალიან სიღრმისეული კვლევა იყო და ფაქტობრივად ამ კვლევით ჩვენ ყველაფერი გამოვამზეურეთ.

- თუ შეგიძლიათ, რომ ჩამოთვალოთ ძირითადი ასპექტები, რა მიმართულებითაც მუშაობა ნამდვილად საჭიროა

- პირველი რაც იყო, ეს არის სამეწარმეო უნარ-ჩვევები. ერთ-ერთი დიდი პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული მეწარმეებისა არის ის, რომ ისინი დეტალურად, სტრატეგიულად თავის ბიზნესს მომავალში ვერ ხედავენ, კონკრეტული გეგმები არ აქვთ, თითქოსდა დინებას მიყვებიან. შესაბამისად, მათი ინიციატივები უფრო ნაკლებია.
ისინი უფრო ოპერატიულ საქმიანობაზე არიან გადართულები, ნედლეული დღეს როგორ მიიღონ, დღეს როგორ დაამზადონ თავიანთი პროდუქცია და როგორ მიაწოდონ უკვე არსებულ სავაჭრო ობიექტს. ეს ბიზნესი 3 წლის შემდეგ სად იქნება, ეს ხედვა მსუბუქად რომ ვთქვათ კონკრეტული არ არის. ბაზრებზე დაქსაქსული ცოდნა არ შეიძლება ბიზნესმენს ჰქონდეს იმიტომ, რომ იკარგება ის მცდარი ინფორმაცია მცდარი გადაწყვეტილებების წინაპირობა. უპირველესი არის ის, რომ სამეწარმეო უნარ-ჩვევები განსავითარებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები