მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გოგინაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციას ტოვებს

სს

პატრულ-ინსპექტორი გიორგი გოგინაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ტოვებს მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციას. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

„30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე,

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს-დან“, - წერს გიორგი გოგინაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები