მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი იმერლიშვილმა "ტრანსპორტერში" კომერციული დირექტორის პოზიცია დაიკავა

იმერლიშვილი

გიორგი იმერლიშვილმა რეკრეაციული და მოტო ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრის კომპანიის „ტრანსპორტერი“ კომერციული დირექტორის პოზიცია დაიკავა.

მისი ინფორმაციით, „ტრანსპორტერი“ ბაზარზე 8 წელია სამი მიმართულებით ოპერირებს. ერთი მიმართულება არის მოტო რეკრეაციული მიმართულება, სადაც კვადროციკლები, ბაგები, თოვლმავლები და წყლის სკუტერები შედის. კომპანია წარმოადგენს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: BRP, CF Moto, ARGO და ა.შ. ამასთან, მოტო ტექნიკა ისეთი ბრენდები როგორიც არის Kawasaki, KYMCO და Govecs. გარდა ამისა, კომპანია ბრენდს Pistenbully-ს წარმოადგენს სამ ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტების უცვლელი მეგობარია. მეორე მიმართულებაა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები, როგორებიცაა - ზვავსაწინააღმდეგო სისტემები, ხელოვნური გათოვლიანება და ა.შ. ხოლო მესამე მიმართულება არის ბაღის მოვლა ბრენდებით gardena და Husqvarna-ს შვედეთიდან.

კომპანიის ახალი კომერციული დირექტორის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიაში მუშაობა სულ ახლა დაიწყო, საწყის ეტაპზე მიმდინარე პროცესებს, პროდუქტებსა და მდგომარეობას ბაზარზე ეცნობა. მისი მთავარი მიზანი, კომპანიის ახალ ეტაპზე მასშტაბურ განვითარებაში ხელის შეწყობაა.

„ვფიქრობ, რომ საინტერესო, ახალი და ექსტრემალური ინდუსტრიაა. ამასთან, კომპანიაც საკმაოდ აგრესიულად მზარდია და აქტიურად ვითარდება. მთავარი გეგმა ის არის, რომ საქართველოში მოტო რეკრეაციული მოწყობილობები და მოძრავი ტექნიკა, როგორიცაა ბაგები, კვადროციკლები, წყლის სკუტერები, თოვლმავლები, Kawasaki და ა.შ. ანუ ყველა ექსტრემალურ სპორტთან დაკავშირებული ტექნიკა, რაც კი არსებობს ამ მიმართულებით ყველა ტიპის მომხმარებელი სრულად დავაკმაყოფილოთ როგორც ტექნიკით, ასევე სერვისითაც, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო სერტიფიცირებული სერვისის გუნდი დაეხმარებათ“,- აცხადებს იმერლიშვილი.

მისივე ცნობით, ექსტრემალური სპორტის ინდუსტრია საქართველოშიც და რეგიონშიც პოპულარიზაციას ახლა იწყებს. შესაბამისად, კომპანია არსებული ტენდენციის ფეხის აწყობაზეა ორიენტირებული. კომპანია პრემიალური კატეგორიის უნიკალურ პროდუქციას ყიდის, რაც მისი ხარისხის შესაბამისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები