მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ისაკაძე: მაესტროსთან დაკავშირებით ყველაფერი სასამართლო პროცედურებშია გადასული

5755349e95849
BM.GE
06.06.16 12:28
1301
"მაესტრომ 1 ლარიან შეთავაზებაზე უარი თქვა, რაც დასტურია, რომ არანაირი თემა ფინანსებთან დაკავშირებით არ არსებობდა“, - განაცხადა "ბიზნესკონტაქტის“ და "საქმიანი დილას“ ავტორმა გიორგი ისაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უკვე სასამართლოშია.
 
"მაესტროსთან დაკავშირებით ძალიან მარტივად არის საქმე, ყველაფერი სასამართლოშია. მე ვარ ჩემს გუნდთან ერთად, იმ შემთხვევაში თუ მათ რაიმე პრობლემა შეექმნებათ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, როგორც ყოველთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში ახლაც ჩემი იმედი ექნებათ. ყველაფერი გადასულია სასამართლო პროცედურებში. მათ 1 ლარიან შეთავაზებაზე უარი თქვეს, რაც ჩემთვის დასტურია, რომ არანაირი თემა ფინანსებთან დაკავშირებით არ არსებობდა, შესაბამისად დანარჩენს ძალიან მშვიდად და საქმიანად გავარკვევთ სასამართლოში“, - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ "მაესტრომ“ "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილას" 32 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები