მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ისაკაძის საავტორო ეპილოგი

მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისევ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რადგან პრეზიდენტი ტრამპი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებთან დაკავშირებით კომენტარებს გააკეთებს და ცნობილი გახდება, თუ ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მომდევნო წლების განმავლობაში გაუძღვებიან. გარდა ამისა, მომავალ კვირას შევიტყობთ, თუ როგორი ვითარებაა ქვეყანაში ინფლაციასთან, უმუშევრობასთან და უძრავი ქონების სექტორთან დაკავშირებით. ასევე, მომავალ კვირას საინტერესო სიახლეები იქნება გაერთიანებული სამეფოდან, სადაც საგარეო ვაჭრობის, ადგილობრივი წარმოების და ინფლაციის უახლეს სტატისტიკა გამოქვეყნება. სავარაუდოდ, ქვეყანაში ინფლაცია 2%-მდე იქნება შემცირებული. გარდა ამისა, მომავალ კვირას კვარტალურ შედეგებს წარმოადგენენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიც არიან: Nvidia, Walmart, Palo Alto, Copart და Trip.com.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები