მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ისაკაძის წინასაახალწლო საავტორო ეპილოგი / 28.12.2025

მე ალბათ ერთადერთი ვიქნები მედია სივრცეში ვინც შედარებით განსხვავებულად დაასრულებს მის საავტორო გადაცემას - ბიზნესის კვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთადიცით,მე არ მაქვს არანაირი განცდა, რომ მომავალი წელი იქნება რაიმეთი უკეთესი, ვიდრე გახლდათ 2025 და მისი წინა წლები. მსოფლიოში გაგრძელდება უკიდურესი გაუგებრობები, ავანგარდში იქნება არა იდელოგიური ან გნებავთ სახელმწიფოებრივი, არამედ ფინანსური ანუ ფულადი ღირებულებები, რაც ბიზნესშიც არ არის ბოლომდე გამართლებული, არათუ პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში. გაისად ნამდვილად ველი რომ უკრაინის თავზე გორდიას კვანძი გაიხსნება. რთულად, მაგრამ ეს მოხდება. ოღონდ ვერ ვპროგნოზირებ რის ფასად. ერთი რაც ვიცი, ამერიკა გააგრძელებს რუსეთთან ვასვასს და არასდროს მიაყენებს მას კედელთან არცერთი მიზეზით, ისევე როგორც თავისუფალი სამყაროს დარჩენილი ნაწილი იაპონიიდან დაწყებული ევროპით დასრულებული, სიტყვით და საქმით, ანუ ფულით და პოლიტიკურადაც, გაგრძელებენ გმირი უკრაინელების მხარდაჭერას. მსოფლიო პოლიტიკადან ველი რომ გარკვეულწილად ნიველირდება პრეზიდენტ ტრამპის პოზიციები, როგორც შტატებში ,ასევე საერთაშორისო არენაზე. ცხადია, მის პოზიციას მოისმენენ, შეიძლება გაითვალისწინებენ კიდეც, თუმცა მსოფლიო საზოგადოება და ქვეყნები უკვე ადაპტირდნენ, რომ ყველაფერი შესაძლოა გაგარძელდეს როგორც ადრე იყო, მინუს მოცემულობა-შეერთებული შტატების როგორც გლობალური ლიდერის იმედი მის ძველ პარტნიორებს აღარ უნდა ჰქოდეთ. რადგან პრეზიდენტი ტრამპი თავისი ადმინისტრაციით შემჩნეულია პოზიცების და პრინციპების ხშირ ცვლაში. იდეაში, სწორედ ეს არის დამახასიათებელი მთავარი ნიშანი კლეპტოკრატიული და ფინანსური იდეოლოგიით მართვისა. ვნახოთ, როგორ გაუძლებს ამას ამერიკის სახელმწიფოებრივი სისტემა. საქართველოსთვის გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან უმთავრესი იქნება ურთიერთობები ევროკავშირთან. გავიგოთ მარტივად, თუ ჩვენ გვინდა ამ კლუბის ანუ ევროკავშირის წევრობა უნდა ვისწავლოთ მათი ოჯახის წესები და კანონები, რადგან სხვანაირად ან ძალით ამ ოჯახში არავინ მიგვიღებს. და დიდად, არც შეგვეხვეწებიან. მითუმეტეს მეორე თემაც წამოგვეწია და აგერ, კავკასიის რეგიონში არის ტექტონიკურად პოზიტიური ცვლილებები, აზერბაიჯი და სომხეთი, სომხეთი და თურქეთი ვაჭრობასაც იწყებენ,აღდგება დიპლომატიური და ავია რეისებიც. მოკლედ, იცლება რეგიონიც და ჩვენც მოგვიწევს ადაპტირება ამ ახალ რეალობასთან. ჯამში საქართველოსთვის 2026 წელი შეიძლება იქცეს თარიღად და წელიწადად, როცა დასრულდება ერა, როცა ქვეყანა ხეირობდა სხვისი კონფლიქტებით და ამასზე აკეთებდა ფულს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უკრაინის და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტებს. დანარჩენი გამოჩნდება, მაგრამ ამ დროისთვის ეს გეოპოლიტიკური ყისმათი ამოწურვის პირას ჩანს. რაც შეეხება ხალხს, საზოგადოებას და მოსახლეობას. ფასები წლის დასაწყისიდან მოიმატებს და ეს იქნება კონპენსირებული სამთავრობო პოლიტიკური ზრუნვით, რომ ცდილობენ სამოხმარებლო ფასების დაწევას, რომელიც ერთი ყველაზე მაღალი კონტინენტის ამ მხარეში, გაგრძელდება ანტიკორუფციული ღონისძიებები მაღალ და დაბალი რანგის ჩინოვნიკებისთვის. შესაქცევი ამ მხრივ და შოუები იქნება მრავლად. მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეცდება დამაგრდეს იმ ქვეყნებში, სადაც ემიგრირდნენ და საშუალო თუ მაღალი ფენის წარმომადგენელბი საზოგადოებისა შეეცდებიან დროებითი და მუდმივი საცხოვრებელი ლეგალური სტატუსები მოიპოვონ ევროპის და სხვა კონტინენტების ქვეყნებში. ბიზნესისთვის საქართველოში ყველაფერი გაგრძელდება ძველებურად ანუ ინერციულად, არაფერი მოასწავებს რომ მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობა სისტემურ ან საკანონმდებლო დონეზე დამაგრდება. ამის შანსი გამორიცხულია რადგან ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ბიზნესი ისედაც ზედემეტს შოულობს და დროა, შემოსავლები მოიკლოს. დიახ, მოიკლოს შემოსავლები მაგრამ არა ფასის ზრდის ხარჯზე. რადგან ხელისუფლებას ანტიკორუფციული და სხვა ტიპის ღონისძიებების ფონზე თანხები ბიუჯეტში აშკარად აკლდება , და დეფიციტში გარღვვა გამოწვევა მომავალ წელსაც იქნება. საქართველოში ლოკალური და პერიოდულად მასშტაბური პროტესტები გაგრძელდება. პროტესტანტთა რიცხვი არ მოიკლებს, მათ შორის მას შემდეგაც, რაც პოლიტიკური პატიმრების ნაწილი გამოვა ციხიდან. მიზეზი მარტივია, ხელისუფლებას საკუთარი რიგებიდან არავინ დაუსჯია, ვინც ადმაინებს 2024 წლის ბოლოს ასე მოექცა. სამაგიეროდ 60 ზე მეტი პატიმარი ჰყავს და ერთი ამდენი ახალ კანონად წოდებულის გამო შეიძლება მიემატოს მალე, როცა რუსთაველზე ყინვაში სეირნობისას შეიძლება, შეგხვდეს ნაცნობი და ცივი ზამთრის პირობებში შეფუთნულს, ამ ნაცნობთან საუბრისას შეიძლება მოგადგეს სამართალდამცავად წოდებული და ადმინისტრაციული ჯარიმა შეგიფარდოს ანდაც იზოლატორში გადაგიყვანონ . რადგან თქვენ კი შეგვხვდათ ნაცნობი რუსთაველზე, მაგრამ კანონის ინტერპრეტაციით ტროტიურაზე გადაადგილებაში სხვა მოქაქლეებს თურმე ხელი შეუშალეთ. მოკლედ, ბევრი თუ ან და მაგრამ იქნება. გაურკვევლობა და მყარი პერსპექტივა ქვეყნისა დარჩება გაურკვევლობაში, რაც ყველაზე მეტად ასევდიანებს ქვეყნაში მოსახლეობას და ინვესტორებსაც. სამწუხაროდ, ამ ნდობის აღდგენა როგორც დაკვირვება აჩვენებს ხელისუფლებას არ სურს, რომელიც არც და ვერც ხსნის საით მიდის საქართველო 2026 წელს? ჯამში, უმთავრესია რომ ჯანმრთელად ხართ, ოჯახობას გადახედეთ, მოეფერეთ და მოდი ყველაფერი გავაკეთოთ რომ ჩვენს პირად და საქმიან ოჯახობებს, არაფერი მოაკლდეთ 2026 წელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები