მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გიორგი ისაკაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა პროფესიონალთა გუნდი რომელიც ქმნის ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს"

574df571bafd0
BM.GE
01.06.16 00:31
1568
"მაესტროს" გადაწყვეტილებას გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აფასებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძრვანელი ლევან სილაგავა.
 
"ისევე როგორც მრავალი ადამიანის, ჩემი ყოველი დილა იწყება საქმიანი დილით და ბიზნესკონტაქტით - ოპერატიული , საინტერესო ინფორმაციებით და სრულყოფილი ანალიტიკით.

გიორგი ისაკაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა პროფესიონალთა გუნდი რომელიც ყოველ დღე ქმნის ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს.

სარედაქციო დამოუკიდებლობა და ობიექტურობა არის ის რაც გამოარჩევს ამ გადაცემების შემოქმედებით გუნდს.

არაერთხელ ვყოფილვარ გადაცემებში სტუმრად ბევრ აქტუალური საკითხის განხილვისას და ყოველთვის მქონდა საშუალება ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა ნებისმიერ საკითხზე.

მხარს ვუჭერ, საქმიანი დილის, ბიზნესკონტაქტის და ანალიტიკის მთელს მაღალპროფესიულ შემოქმედებითი ჯგუფს.

იმედი მაქვს მაესტროზე კვლავ ყოველი დილა დაიწყება და დღე გაგრძელდება ამ პროფესიონალური ჯგუფის მიერ შექმნილი საინტერესო გადაცემებით", - წერს სილაგავა.

"ბიზნესკონტაქტის“ "საქმიანი დილას" და "ანალიტიკას" გუნდი მადლობას უხდის ყველა პირს მხარდაჭერისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები