მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძე გაზიფიცირებისთვის შეზღუდული თანხების გამოყოფის მიზეზებს განმარტავს

5bbefb0481039
დავით ჯალაღონია
11.10.18 11:25
632
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით აბონენტების დაახლოებით 85% უკვე გაზიფიცირებულია, გაზის გარეშე ჯერ კიდევ დარჩენილი მოსახლეობისთვის რესურსის მიწოდება კი ძვირი ჯდება.

"რაც შეეხება დანარჩენ აბონენტებს, არის ორი მიმართულება - ერთი, რომ ძალიან ძვირი ჯდება ერთი აბონენტის გაზიფიცირება რიგ მუნიციპალიტეტებში, რადგან ძალიან დაშორებულია ცენტრალური მილებისგან. მეორე არის კომპანიების შედარებით, ნაკლები რაოდენობა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და განუსაზღვრელ თანხას, რაც შეიძლება გვქონდეს, კომპანიები ვერ აითვისებენ. ამიტომ ჩვენ გვექნება კონსულტაციები გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან და რისი ათვისებაც იქნება შესაძლებელი, იმდენი რესურსის მოძიებას შევეცდებით", - აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პირველადი პროექტის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის გაზმომარაგებაზე წვდომა 1,3 მლნ აბონენტს ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები