მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძე: ლარის კურსის პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებთ

5bc4bc9359f69
დავით ჯალაღონია
15.10.18 20:42
1096

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი 2.67 თეთრი ღირს, რაც გუშინდელ ფასზე 4 თეთრით ძვირია.

ლარის გაუფასურების გამო, საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს.

"ლართან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ საქვეყნოდ გვითხრა, რომ 2019 წელს საშუალო კურსი დოლართან მიმართებაში 2.63 თეთრი იქნება, ანუ პირდაპირ თქვა, რომ არც ელოდება მთავრობა ლარის კურსის დასტაბილურებას. ეს კი აჩენს მოლოდინს, რომ ლარი კიდევ გაუფასურდეს. ამიტომ „ქართული ოცნების“ პირობებში არც უნდა ველოდოთ, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე შეღავათი იქნება", – მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

აღნიშნულ კრიტიკას ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ უპასუხა.

"ლარის კურსის პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ლარის კურსი არის ბიუჯეტში ჩადებული, რაც არის, ეს არის 2.63 ლარი. ეს არის დათვლილი მხოლოდ სახელმწიფო ვალის მოცულობის დასაანგარიშებლად. რა კურსიც იქნება ბიუჯეტის შემდგომი შემოტანის დროს, იმ კურსით გადავიხდით ვალის მოცულობებს", – განმარტა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები