მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კალანდარიშვილის ხელფასი ₾12 410-მდე გაიზარდა - ანაზღაურება გაეზარდათ ცესკოს სხვა დასაქმებულებსაც

გიორგი კალანდარიშვილი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდათ.

შედეგად, ცესკოში დასაქმებულთა ხელფასებში ბიუჯეტი თვიურად 134 612 ლარს გადაიხდის.

2024 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 12 410 ლარით განისაზღვრა. მოადგილის - 11 534 ლარი იქნება, მდივნის - 11 388 ლარი, კომისიის წევრების კი 9 928-9 928 ლარი.

2024 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაიზარდა თითოეულის თანამდებობრივი სარგო. ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 11 305 ლარი გახდა. მოადგილის 10 507, მდივნის 10 374, კომისიის 10 წევრის კი 9 044 - 9 044 ლარი. მთლიანობაში 122 626 ლარი.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის თანამდებობრივ სარგოზე 2023 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით 145 805 ლარი იყო განსაზღვრული.

მაშინ ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება 10 285 ლარი, თავმჯდომარის 2 მოადგილის 9 559, მდივნის 9 438, კომისიის 13 წევრის 8 228 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები