მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კანდელაკი: რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯია

5d3975765d2c6
თელარა გელანტია
25.07.19 15:03
910
„ევროპული საქართველო“ მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 600,000 ევრო (დღევანდელი კურსით მილიონ 900 ათასი ლარის) რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებისთვის დაიხარჯება.

როგორც გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია.

„ჩვენი აზრით, ასეთი ხარჯის გაღება, მითუმეტეს, რომ მგზავრთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით, მგზავრზე 90 ევრო გამოდის, არის ძალიან მცდარი. რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მაშინ, როცა მთავრობა ჯერ კიდევ აჭიანურებს „რაინეართან“ კონტრაქტის ხელმოწერას, ასევე სრულიად არასწორი პოლიტიკური სიგნალია. მთავრობისვე ოფიციალური სტატისტიკით, ერთი ბრიტანელი ან გერმანელი ვიზიტორი ხარჯავს სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე ერთი რუსი ვიზიტორი. ამის გათვალისწინებით, „ევროპული საქართველო“ იმეორებს მოწოდებას, გააფორმოს კონტრაქტი წამყვან დაბალბიუჯეტიან კომპანია „რაინეართან“, რომელსაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება და დანაკლისზე ბევრად მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა თავისუფლად ძალუძს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრმა.

გიორგი კანდელაკი ირწმუნება, რომ „ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, „რაინეარს“, რომელსაც ფრენები ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა დაეწყო, შეუძლია ჩვენს ქვეყანაში პირობითად მილიონი გერმანელის ჩამოყვანა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის გარღვევა იქნებოდა".

"მასთან კონტრაქტის ხელმოწერის კიდევ უფრო გაჭიანურება სრულიად გაუგებარია", - განაცხადა კანდელაკმა.

ამასთან, „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას შეახსენებს, რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს, რის გამოც „ვიზეარი“ ახალ საკუთარი სურვილის მიხედვით ვერ ამატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები