მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კეპულაძე: "მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა იფიქროს იმაზე, ზედმეტი ხომ არ მოუვიდათ?!

5c794a0e7c814
თათია ჩაფიჩაძე
01.03.19 21:02
2206
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზეზებს აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკისთვის ეს კონკრეტული გზავნილი უნდა გახდეს.

საქმე ისაა, რომ IMF ეკონომიკური ზრდის რისკებს შორის ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის ცვლილებას ასახელებს.

"ზოგადად სავალუტო ფონდი რეგულაციებს იწონებდა, თუმცა როგორც ჩანს, მათ მოლოდინსაც გადააჭარბა სესხების გაცემის ინტენსივობამ. მოგეხსენებათ, საქართველოში ბიზნესი მნიშვნელოვანწილად მიბმული იყო საბანკო სეხებზე. რეგულაციებმა შეამცირა ამ დარგების წილი; შესაბამისად, ნაკლები გადასახადი შედის ბიუჯეტში და მშპ-ის შემადგენელი ნაწილი - იმპორტი როდესაც მცირდება, მცირდება იქიდან მიღებული გადასახადებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა იფიქროს იმაზე, ზედმეტი ხომ არ მოუვიდათ რეგულაციების ნაწილში?!",- განაცხადა კეპულაძემ.

შეგახენებთ: დაკრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება დაასახელა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად.

ფონდის მისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში 4.6%-ის ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც 2018 წლის ოქტომბერში გაკეთებულ პროგნოზს 0.18% პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები