მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კეპულაძე: "NGO-ების ჩართულობა TBC-ის საქმეს გამჭვირვალობას შემატებს"

5c6ad22a6b3cd
ლევან თაღიაშვილი
18.02.19 20:11
2552
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას მოუწოდა, თვითონ აერჩიათ იურიდიული კომპანიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც "თიბისის" საქმეს შეისწავლიან.

კეპულაძის თქმით, ეს ნაბიჯი გამჭვირვალობისთვის კარგია, თუმცა მათ გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ ექნება.

„ზოგადად საკითხის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა. ეს ხელს შეუწყობს საკითხის გამჭვირვალობას, თუმცა სამწუხაროდ, ამას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება; ეს ძალა მხოლოდ ეროვნული ბანკის და სასამართლოს გადაწყვეტილებებს აქვს. რამდენად ქმედითი იქნება ეს ნაბიჯი, არ ვიცი", - განაცხადა კეპულაძემ.

მისივე თქმით, "თიბისი ბანკი" იძულებული გახდა ეს საქმე საჯარო გაეხადა და ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. ის განმარტავს, რომ „საზოგადოება და ბანკები“ მზადაა, მიიღოს საქმის შესწავლაში მონაწილეობა.

„როგორც ჩანს, "თიბისი ბანკმა" გადაწყვიტა საჯარო გახადოს ეს თემა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მათი არჩევანი. მათ მოუწიათ ამ ველში გადასვლა, პრინციპში მათ ინტერესებშიც შედის. თუ შემოგვთავაზებენ, „საზოგადოება და ბანკები“ მზადაა ჩაერთოს ამ პროცესში, მოვიფიქრებთ რა ფორმით შეიძლება შედგეს ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც კომერციულ ბანკებთან თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მიგვიღია მონაწილეობა გარკვეულ პროცესებში“, - აცხადებს კეპულაძე.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას შესთავაზა საბჭოს შექმნა, რომელიც "თიბისი ბანკის" საქმეს შეისწავლის.

"მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩეულ იქნას თქვენ მიერ დასახელებული ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, NGO-ები, საელჩოს წარმომადგენლები, სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც თქვენც და ჩვენც შეგვაწუხეს. საქმე ეხება 2007-2008 წლის ტრანზაქციებს. ნებისმიერ ამოგლეჯილ პასაჟებს, რომელიც სამწუხაროდ, ვრცელდება პერიოდულად, აქ ჩვენ ვერ გავცემთ პასუხს. პრესკონფერენციაზე მოგიწვიეთ იმის გამო, სპეციალისტები გაეცნონ საკითხს ან საზოგადოების მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა შეისწავლონ საქმე. დეტალებში ვერ შევალთ, დაიბნევით და ვერ გაიგებთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები