„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის შეფასებით, 1 იანვრიდან ამოქმედებულმა ე.წ. საბანკო რეგულაციებმა უკვე შეუქმნა პრობლემები ბიზნესის იმ სექტორებს, რომლებიც საკუთარ პროდუქციას საბანკო სესხის დახმარებით ყიდდნენ.
ამის შესახებ კეპულაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა და დასძინა, რომ ამ რეგულაციების შემოღებაში, ეროვნულ ბანკთან ერთად დიდი როლი აქვს მმართველ ძალას.
„კონკრეტულად, გზავნილი მმართველი გუნდის მიმართ იყო ბიძინა ივანიშვილისგან, რომლსაც ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა ვანო მაჭავარიანმა და გიორგი ქობულიამ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. დღეს კი, რიცხვები გვეუბნება, რომ გაყიდვების სექტორში კლება აშკარაა. ჩემი აზრით, თავის დროზე რეგულაციებთან დაკავშირებით, საზოგადოებასთან საჭირო კომუნიკაცია არ მოხდა და მოსახლეობა სათანადად ინფორმირებული არაა; რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ამ რეგულაციების შესახებ, გაიზრდება უკმაყოფილება და პოლიტიკოსებს გარკვეულწილად უკან დახევა მოუწევთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ეროვნულ ბანკზე აღნიშნული პოლიტიკური პროცესები არ ახდენდეს ზეგავლენას და საზოგადოების აზრი დიდწილად გათვალისწინებული იყოს“, - განმარტავს გიორგი კეპულაძე.

























