მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კეპულაძე: "თიბისი ბანკის" მიერ "ბანკი რესპუბლიკას" ყიდვა ოლიგოპოლიის საფრთხეს შექმნის

57d27ee5a4ded
BM.GE
09.09.16 13:14
3672
თიბისი ბანკის მიერ ბანკი რესპუბლიკას შესაძლო შესყიდვას აფასებს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე. მისი თქმით, გარიგების დადების შემდეგ, საბანკო სექტორში არსებულ კონკურენციას საფრთხე შეექმნება.

„ყველაზე კარგი, რაც ქართულ საბანკო სექტორს აქვს, არის მაღალი კონკურენცია. ამ გარიგების დადების შემდეგ კი საფრთხე სწორედ კონკურენციას შეექმნება, მივიღებთ ბაზარს სადაც 2 მსხვილ მოთამაშეს (საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი) ექნება საბაზრო წილის თითქმის 63%, რაც გაზრდის ოლიგოპოლიის საფრთხეს და დააზარალებს მომხმარებლებს. ამ დროს მნიშვნელოვანია მარეგულირებლის, ეროვნული ბანკის პოზიცია, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს ეს გარიგება, თუ მსგავს ნიშნებს დაინახავს“, - წერს კეპულაძე სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები