პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი UNESCO-ს ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღებისა და მასში გელათის ტაძრის დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.
„ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. კულტურის სამინისტრომ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი იმუშავა. აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მუშაობისთვის. მოგეხსენებათ, 2010 წელს იუნესკომ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატის და გელათის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დღეს ჩვენ დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში. ბაგრატის ტაძარს ვერ დავაბრუნებთ ნუსხაში, მაგრამ შევეცდებით, UNESCO-ს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

























