მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გიორგი კვირიკაშვილი ჩემი ბიზნეს პარტნიორი არ იქნება"

5b2290df7387a
BM.GE
14.06.18 20:00
2303
თიბისი ჯგუფის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს მის ბიზნესთან კავშირი არ აქვს და არც სამომავლოდ ექნება.
"არა , რა თქმა უნდა არა, რა შუაშია. არაფერ შუაში არ არის კვირიკაშვილის ბიზნეს პარტნიორობა ჩემთან და არც იქნება", - ასე უპასუხა ხაზარაძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა, თუ არა კვირიკაშვილი მისი ბიზნეს პარტნიორი გახდეს.

ამასთან, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტზე დღეს აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. მისი თქმით, მსგავს საკითხზე ის ინფორმაციას არ ფლობს.

"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, დღეს ჩამოვედი. აზრთა სხვადასხვაობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არ არსებობს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ათვისება ვერ მოხდა და ამ საკითხზე პარლამენტს მთავრობასთან კითხვები ჰქონდა. ამასთან, ჭიჭინაძემ ამ კონტექსტში ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბანკები კანონს არღვევენ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები