მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ შევძელით ყველაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება

5817270965276
BM.GE
31.10.16 15:10
1207
პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას არჩევნების წარმატებით დასრულება მიულოცა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა.

"მინდა ყველას მოგილოცოთ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება. ჩვენ ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ესაა ქართველი ხალხის გამარჯვება. ჩვენმა ქვეყანამ განვითარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ეს არჩევნები ყველა შეფასბეით იყო დემოკრატიული და გამჭვირვალე, დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ჩვენს გუნდს გამოუცხადეთ. მჯერა რომ ღირსეულად გავართმევთ თავს მოვალოებებს. თქვენ ხმა მიეცით თავისუფლებას, სტაბილურობას, ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ევროპულ მომავალს.

მადლობას გიხდით ყველას ასეთი ერთსულოვნებისთვის. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის არჩევნას, მიუხედავად იმისა რომელ პოლირიტიკურ ძალას მისცა ხმა. ჩვენ შევძელით ყველაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიას. ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო და ჩვენთვის ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომელიც ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები