„ქართული ოცნების“ ლიდერი და საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მხარდამჭერებს ეგზიტპოლების შედგებს ულოცავს, რომელთა მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს. კვირიკაშვილმა მომხრეებს „ქართული ოცნების“ ოფისის წინ რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
„მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება. თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული. დიდი მადლობა.
დღეს საქართველომ გასცა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი - არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება და რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დიდი მხარდაჭერა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში.
ჩვენ რა თქმა უნდა, ველოდებით ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია.
ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ჩვენ ვართ საამაყო ქვეყანა. ის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ათასეულობით, მილიონობით ადამიანის გმირობით მოგვიტანა დღეს. ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთვე საამაყო მომავალი. ეს გამარჯვება არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ გამაჯვების, რაც ქართველმა ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
მინდა ყველა ჩვენგანის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ მნიშვნელოვანი, გარდამტეხი როლისთვის საქართველოს ისტორიაში“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

























