გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს წარადგენს
BM.GE
20.11.16 15:49
• 1374
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მისივე განკარგულებით, არსებულ მინისტრთა კაბინეტს მოვალეობის შესრულება დაეკისრა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს.