მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი: "პოლიტიკაში არ ვაპირებ დაბრუნებას... კარგად ბრძანდებოდეთ"

5bd54b2a1262f
თელარა გელანტია
28.10.18 09:36
1709
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

კვირიკაშვილმა, ბუნებრივია, არ დააკონკრეტა ვის მისცა ხმა, მაგრამ თქვა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

„პოლიტიკაში არ ვაპირებ დაბრუნებას. მაქვს ძალიან საინტერესო საქმე. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ ყველას“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები